"ოცნება" ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს - პეტრე ცისკარიშვილი
„ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით, მათ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან, კრემლთან და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებენ ისეთს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პუტინის ახალ პროვოკაციულ გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნას, რომელიც უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.
„ოცნების“ ხელისუფლება შეიძლება აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა მათ აქვთ და ეს დიპლომატიური ურთიერთობა მათ 2008 წლის შემდგომ გაწყვეტილია და ქართველი ხალხი არ აძლევს უფლებას „ოცნების“ რეჟიმს, რომ ეს ურთიერთობები ოფიციალურ დონეზე აღდგეს, თორემ უკანა არხებით, სატელეფონო ზარებით, ვიზიტებით, კომუნიკაციით, მათ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ პუტინთან, კრემლთან, საგარეო დაზვერვის სამსახურთან,“ ეფესბესთან“ და ყველა იმ აქტორთან, რომელიც მოსკოვში იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხომ ვიცით რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს „ოცნების“ რეჟიმმა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებენ ისეთს, როგორიც აწყობს კრემლს და პუტინს.“ -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა