"არასწორი, ცალმხრივი ინფორმაციაა" - კალაძე შს მინისტრის სკანდალზე

22.01.24 17:11
"არასწორი, ცალმხრივი ინფორმაციაა" - კალაძე შს მინისტრის სკანდალზე

რიგითი მეოცნებეები ძალოვანი მინისტრის დასაცავად - მმართველ პარტიას არ სჯერა, რომ ვახტანგ გომელაურმა სიძის გამო პატრულ-ინსპექტორზე შური იძია. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ცალმხრივად იქნა გაშუქებული და სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა ადამიანი არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ვინც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, რავიცი, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის ცალმხრივი ინფორმაცია და არასწორი ინფორმაცია, - ამბობს კალაძე. 

გომელაურის სიძის გაჩერებისთვის პატრული ციხეში გაუშვეს. სკანდალური ამბავი შაბათის ეთერმა გაარკვია. ანდრია სიხარულიძე, რომლის ოჯახიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია,  სისტემამ მინისტრის ახლო ნათესავის ახირების გამო გასწირა. საქმეს ამძიმებს ისიც, რომ რიგით პატრულზე ანგარიშსწორების შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ყველა დუმს. 

სკანდალური ამბის ყველა დეტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა მოსამართლეს ფიცის ქვეშ მოუყვა.

მსგავსი სიახლეები