მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ანგრევს - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

22.01.24 17:12
მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ანგრევს - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს ანგრევს - რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შორის შეხვედრა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ექიმებს გააცნეს ის წინადადებები, რაც მთავრობას მათთვის კომპენსაციის კუთხით შეუძლია, რომ შესთავაზონ - მთავრობა თანამშრომლებს კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

სამედიცინო პერსონალი ახლა განმარტებებს კლინიკის მენეჯმენტისგან ითხოვს. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ ფასადების დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება. ახალი კლინიკის მშენებელს კი ტენდერით შეარჩევენ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ძალიან ბევრი, 5 სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, არ შეუძლია დღეისთვის არანაირი სტანდარტი დააკმაყოფილოს. გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში არახარჯთეფექტური და მიზანშეუწონველი იქნებოდა ამ კლინიკის რეაბილიტაცია. ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ამ ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, წინა ორსართულიანი შენობა, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი - თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება,“ - ამბობს აზარაშვილი.

მსგავსი სიახლეები