სისტემის მსხვერპლი პატრულ-ინსპექტორი ჩვენი მხრიდან დაცვის სუბიექტი უნდა გახდეს - კუპრაძე

22.01.24 17:21
სისტემის მსხვერპლი პატრულ-ინსპექტორი ჩვენი მხრიდან დაცვის სუბიექტი უნდა გახდეს - კუპრაძე

"ლელოს" გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს მიაჩნია, რომ სისტემის მიერ გაწირული პატრულ-ინსპექტორი საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიცვან. საქმე ეხება შს მინისტრის სკანდალს, სადაც პატრულის თანამშრომელი ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ გომელაურის სიძეს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა. 

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი საზოგადოება ანდრია სიხარულიძეს არ დაიცავს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, უბრალოდ, აღარ იარსებებს. 

ის პატრულ-ინსპექტორი, რომელიც, უბრალოდ, სამართლიანად რიგითი გაჩერების დროს მოყვა გომელაურის სიძესთან, უნდა იყოს მთელი საზოგადოების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან დაცვის სუბიექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ სახელმწიფოს არსებობაზე ამ ქვეყანაში, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

გომელაურის სიძის გაჩერებისთვის პატრული ციხეში გაუშვეს. სკანდალური ამბავი შაბათის ეთერმა გაარკვია. ანდრია სიხარულიძე, რომლის ოჯახიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია,  სისტემამ მინისტრის ახლო ნათესავის ახირების გამო გასწირა. საქმეს ამძიმებს ისიც, რომ რიგით პატრულზე ანგარიშსწორების შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ყველა დუმს. 

სკანდალური ამბის ყველა დეტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა მოსამართლეს ფიცის ქვეშ მოუყვა.

 

მსგავსი სიახლეები