კარტოგრაფების საქმე - დარჩიაშვილის მოადგილემ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ხელი ვერ დაადო
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაკითხვაზეა. ლაშა დარსალიამ ჩვენება კარტოგრაფების საქმეზე მისცა. დარჩიაშვილის მოადგილემ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩევას ხელი ვერ დაადო. ჟურნალისტების კითხვაზე, იკვეთება თუ არა კარტოგრაფების საქმიანობაში დანაშაული, დარსალია პირდაპირ ამბობს, რომ ხელს ვერავის დაადებს.
მაგას მე ვერ შევაფასებს, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ეს არის სასამართლოს კომპეტენცია, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი სასამართლოში, კითხვები ეხებოდა თუ რა ლოგიკით და პრინციპით ელმძღვანელობს კომისია. შეთანხმებულია, რომ 96 წელს საზღვარი, მხარეები იყენებენ 38 წლის ხაზს, - ამბობს დარსალია.
საგარეო უწყების წარმომადგნელმა დღეს სასამართლოს აუხსნა, რა პრინციპით მიმდინარეობს საზღვრის გავლება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
მოწმეს დრევანედლ პროცესებს კითხვებს თავად ივერი მელაშვილიც დაუსვამს.
არ მგონია, ნებისმიერი ინფომრაცია, რაც არ უნდა იყოს, იყოს გამოყენებული საწინააღმეგოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რაც მიაწოდა, გამოჰკითხა პროკურატურამ მოწმე, შესაბამისად, ჩვენც გვაქვს შესაბამისი კითხვები, რომ დაზუსტებული იყოს და არა ის მარტო, პროკურატურას რისი გაგებაც უნდა ან როგორ შეიძლება წარმოაჩინოს ეს, ამიტომ დაცვის მხარეს გამოვკითხავ და იმის შემდეგ ნათელი სურათი იქნება, - ამბობს მელაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.