ქართველმა კაპიტანმა 37 მიგრანტი სიკვდილისგან იხსნა - წარმატებული სპეცოპერაცია კრეტაზე სამი ქართველი მეზღვაურის მონაწილეობით

22.01.24 17:33
ქართველმა კაპიტანმა 37 მიგრანტი სიკვდილისგან იხსნა - წარმატებული სპეცოპერაცია კრეტაზე სამი ქართველი მეზღვაურის მონაწილეობით

წარმატებული სამაშველო ღონისძიება კუნძულ კრეტაზე და ქართველი კაპიტანი, რომელმაც 37 მიგრანტის სიცოცხლე იხსნა. როგორც tvpirveli.ge-ს უყვებიან, ორი დღის წინ, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილების დროს გემ Lider Halil -ს, რომელსაც მეთაურობს კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე,  კუნძულ კრეტას სანაპირო დაცვა დაუკავშირდა და სთხოვა, ჩაბმულიყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 37 მიგრანტების გადასარჩენად.

ირკვევა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას კაპიტანთან ერთად ასევე ხელმძღვანელობდა კაპიტნის უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად.

გემის სრული ეკიპაჟის დახმარებით განხორციელდა, სრულიად და უსაფრთხოთ ამოყვანა ყველა მიგრანტის გემზე.
გემზე იმყოფება 14 ეკიპაჟის წევრი. მათ შორის 3 ქართველი, კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე! 3 მი ინდოეთის მოქალაქე. ერთი აზერბაიჯანის და 7 თურქეთის მოქალაქე", - გვიყვებიან  კაპიტნის ახლობლები. 

მსგავსი სიახლეები