მწვავე იყო ამის მოსმენა. სამინისტრო გეგმავს დაახლოებით 650 თანამშრომლის კომპენსაციას - თეა თავართქილაძე
"ჯანდაცვის სამინისტრო დაახლოებით, 650 თანამშრომლის კომპენსაციას გეგმავს", - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, კომპენსაცია შეეხება, როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს.
მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ილია ღუდუშაური და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. შეხვედრა კლინიკის თანმაშრომლების უმეტეს ნაწილთან მოხდა, სადაც მთავრობის განკარგულება გაგვაცნეს, რა თქმა უნდა, მწვავე იყო ამის მოსმენა. სამინისტროს მხრიდან მოტანილი და განხილული იქნა კომპენსაციის პაკეტი, რითაც სამინისტრო გეგმავს დაახლოებით 650 თანამშრომლის კომპენსაციას. კომპენსაცია შეეხება როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს. საუბარია 4-12 თვემდე ხელფასის ტოლ კომპენსაციაზე, ასევე, საუბარია დასაქმებაში დახმარებაზე იმ პოზიციებიდან გამომდინარე, რაც უკვე უკავიათ ჩვენს თანამშრომლებს. სახელმწიფო იგივე პოზიციების მოძებნაში დაეხმარება“, - განაცხადა თავართქილაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, იმის გამო, რომ კლინიკის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ის ეთახმება საქართველოს და თბილისს ჰქონდეს ახალი და უკეთესი სახელმწიფო კლინიკა.
ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც სიახლე იყო. შენობა არის ავარიული მდგომარეობაში. კლინიკის ფასადი არის ავარიულ მდგომარეობაში. ლენტებით არის გადაკეტილი შენობის გარე პერიმეტრის ნაწილი. რამდენიმე კვირის წინ, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ფასადის დაზიანება მოხდა.
საქართველოს და თბილისს რომ უნდა ჰქონდეს ახალი და უკეთესი სახელმწიფო კლინიკა, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა მან.