რა ქონებას ფლობს "ოცნების" ხელისუფლება - ჩააბარებს თუ არა პირველ ტესტს რაჟდენ კუპრაშვილი

22.01.24 20:28
რა ქონებას ფლობს "ოცნების" ხელისუფლება - ჩააბარებს თუ არა პირველ ტესტს რაჟდენ კუპრაშვილი

ჩააბარებს თუ არა პირველ ტესტს რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა დაადგინოს, რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, თბილისის მერი, პარტიის თავმჯდომარე  და კიდევ 300-მდე თანამდებობის პირი. კუპრაშვილის უწყებამ უნდა შეისწავლოს იმ ფულის წარმომავლობა, რომლითაც "ოცნების" ჩინოვნიკებმა დიდძალი ქონება დააგროვეს. მაღალჩინოსნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორის არიან სანქცირებული მოსამართლეები და დეპუტატებიც.

ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად მზად არის ანტიკორუფციული ბიურო რეალური მოკვლევა ჩაატაროს. უწყება, რომელიც სრულად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ქონება უნდა შეისწავლოს. ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ საქმე გვაქვს მორიგ ფორმალობასთან და დეკლარაციების შესწავლასაც მხოლოდ მოჩვენებითი მუშაობის ეფექტი ექნება.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები