ოლიგარქის დეველოპერული მიზნები - ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია

22.01.24 20:13
ოლიგარქის დეველოპერული მიზნები - ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმშია

"პირველების" რეპორტაჟის საპასუხოდ  გავრცელებული  განცხადების შემდეგ, "ქართუ" ფონდის ხელმძღვანელი TV პირველის გადამღებ ჯგუფს ემალება. ნიკოლოზ ჩხეტიანმა კომენტარი მხოლოდ მისთვის სასურველ მედიებთან  საკუთარ  კაბინეტში გააკეთა.   არადა, დილიდან ოლიგარქი ივანიშვილი თავის მართლების რეჟიმში "პირველების" მიერ მომზადებული რეპორტაჟის გამო ჩადგა. ფონდს ვრცელი წერილი გაავრცელებინა და ხალხს უმტკიცებდა, რომ  დეველოპერებით მიღებულ შემოსავალს  ის ქველმოქმედებაში დახარჯავს.

ჩნდება კითხვა, რომელ საქველმოქმედო პროექტებში  ჩადებს ფულს ივანიშვილი? სამი წელია მისი ფონდის მიერ განხორციელებული  ყველა ტრანზაქცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. არავინ იცის,  რა პროექტებს ახორციელებს ივანიშვილი, ვის აძლევს ფულს და ვის შეაქვს თანხა "ქართუში". არსებობს ეჭვი, რომ ოლიგარქი  ყველაფერს  პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს, მათ შორის ფულს დებს დეველოპერულ პროექტებში, ბინების აშენებით და გაყიდვით კი სარგებელს ისევ თავად იღებს.

ივანიშვილის განცხადება - დეტალები ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები