ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრების მოლოდინში - საკრებულომ ოლიგარქის კიდევ ერთი ოცნების ასრულებას მხარი დაუჭირა

22.01.24 20:19
ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრების მოლოდინში - საკრებულომ ოლიგარქის კიდევ ერთი ოცნების ასრულებას მხარი დაუჭირა

ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრების მოლოდინშია - ოლიგარქის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას საკრებულომ პირველი მწვანე შუქი დაჩქარებულ ვადებში აუნთო. ივანიშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩას მალე სამშენებლო მოედნად გადააქცევს. თითქმის მთელი კვარტალი ოცდაათ-სართულიანი კორპუსებით გადაივსება. დეველოპერი ივანიშვილი ბინებს ააშენებს, გაყიდის და ამით მის მილიარდებს კიდევ ბევრი ფული დაემატება.

"ქართული ოცნების" საკრებულოს ფრთამ ივანიშვილის კიდევ ერთი ოცნების ასრულებას მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა უარი არ თქვა, ხელი მოეწერა ურბანული გენოციდის ფაქტს. "ოცნების" წევრები ოპონენტებს თითებს უქნევდნენ, ეჩხუბებოდნენ და თან უმტკიცებდნენ, რომ სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ ფულს ოლიგარქი ქველმოქმედებაში დახარჯავს.  ხვალ კი საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა.

რა არგუმენტებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის წევრები? - ხატია სამხარაძეა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები