ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ.
პარტიის ლიდერებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა დასავლელ ლიდერებთან. ლევან ბეჟაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენს საქართველოში არსებული გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უკავშირდება.
სესიის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების და ევროსაბჭოს ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან. შეხვედრების მთავარი თემაა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზების აუცილებლობასთან, რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
წითლიძის თქმით, ენმ-ის წევრებმა ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელთან პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა განიხილეს.
დღეს შევხვდით ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს, ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ვთხოვეთ გრძელვადიანი სადამკვირებლო მისიის უზრუნველყოფა ნოვერგიიდან და გვითხრეს, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ.” - განაცხადა ანა წითლიძემ.