ივანიშვილი ურბანულ კოშმარს უწყობს თბილისის მოქალაქეებს - კუპრაძე

22.01.24 22:16
ივანიშვილი ურბანულ კოშმარს უწყობს თბილისის მოქალაქეებს - კუპრაძე

ურბანული გენოციდი თბილისის მოსახლეობისთვის - პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ქართველი ოლიგარქის სამშენებლო გეგმებს ურბანულ ჯოჯოხეთსა და კოშმარს უწოდებს და თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებებში ამხელს.

კუპრაძის თქმით, ივანიშვილი არის ის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ცდილობს, საქართველოში კრემლის პოლიტიკა გაატაროს.

ივანიშვილმა საკუთარი სახე მრავალგზის აჩვენა, როცა ქველმოქმედებით შეფუთა უამრავი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ეს იყო თუნდაც, ბლექსი არენა, რომელიც წამგებიან საქმედ აქცია და ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გადახდა გვიწევს, რომ უბრალოდ შევინახოთ, პარალელურად, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიები დავაფინანსოთ. ახლა კი ვხედავთ, რომ ურბანულ ჯოჯოხეთს, ურბანულ კოშმარს უწყობს თბილისის მოქალაქეებს. ეს სწორედ ის ლოკაციაა, სადაც ნახევარი თბილისი იჭედება ყოველ საღამოს გაუგონარ საცობში და 50-სართულიანი, უზარმაზარი ცათამბჯენი უნდა ჩაიდგას იმ პირობის პასუხად, როცა თქვა, რომ ლაგუნა ვერე დაუბრუნა ბიძინა ივანიშვილმა. დაუბრუნა კი არა, კორუფციაში ჩაფლო მთელი თბილისის მერია. ყველა უწყება ემსახურება დღეს ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ნებას, რომელიც ემსახურება, თავის მხრივ, რუსეთისა და კრემლის ინტერესებს", - აღნიშნა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები