"ლელოსთან" გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, გვარამიასთანაც გვქონდა, მელიასთან შესაძლებელია, მომავალში გვქონდეს - გირჩი ჯაფარიძე

22.01.24 22:42
"ლელოსთან" გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, გვარამიასთანაც გვქონდა, მელიასთან შესაძლებელია, მომავალში გვქონდეს - გირჩი ჯაფარიძე

მოხდება თუ არა ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია საერთო მიზნის გარშემო - პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებთან კომუნიკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ "დროა" და "გირჩი" სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან, როგორებიც არიან, "ლელო" და ნიკა გვარამია მოლაპარაკებებს აწარმოებენ და აანონსებენ, რომ მომავალში შესაძლოა, ნიკა მელიასთანაც გადაიკვეთონ.

გირჩი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხების ერთადერთი და მთავარი გასაღები ოპოზიციის გაერთიანება და პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა.

"ლელოსთან" გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ნიკა გვარამიასთანაც გვქონია კომუნიკაცია და რაღაცებზე გვილაპარაკია. ნიკა მელიაც ქმნის პარტიას და როგორც მე ვიცი, მისი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯერ საკუთარ პარტიას გააკეთებენ და მერე იფიქრებენ, მომავალში რა ნაბიჯები შეიძლება, გადადგან. ნიკასთან კომუნიკაცია არ გვქონია, მაგრამ შეიძლება, გვქონდეს. არანაირი პრობლემა არ არის მასთან კომუნიკაციაში. მთავარი არის, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს და მანდატები არ უნდა წაიღოს არც ერთ შემთხვევაში. ესეც არის გამარჯვების ფორმულის ნაწილი. მთლად ცალ-ცალკე ამისი მიღწევა შეუძლებელი მგონია, მაგრამ რაღაც ტიპის დაჯგუფების შემთხვევაში დაძლევადია", - ამბობს გირჩი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები