ივანიშვილი ვერასდროს იპოვის თავისი ბნელი საქმეების შემსრულებელ ისეთ პირს, როგორიც დღევანდელი პრემიერია - გოცირიძე
დარჩება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი - "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე ქართველი ოლიგარქის სავარაუდო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება, რადგან "ივანიშვილი ვერასდროს იპოვის თავისი ბნელი საქმეების შემსრულებელ ისეთ პირს, როგორიც დღევანდელი პრემიერია".
მისი თქმით, მმართველი პარტიის დამარცხებისა და შეცვლის ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში მდგომარეობს, რადგან კონსოლიდაცია ოპოზიციის გაძლიერებას გამოიწვევს, რაც 2024 წლის არჩევნებზე მათი გამარჯვების მეტ პერსპექტივას განაპირობებს.
ივანიშვილი ვერასდროს იპოვის ისეთ, ასე ვთქვათ, ნებისმიერი დავალების უყოყმანოდ, მათ შორის, ბნელი და შავი საქმეების შემსრულებელს, როგორიც დღევანდელი პრემიერი და მთავრობაა. მთავრობა პაიკებია, რომელსაც ყოველთვის ცვლის, მაგრამ ხელშეუხებლები არიან ადამიანები, რომლებიც არიან ყველაფრის მკადრებლები. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ივანიშვილი ერთი დღეც ვერ შეელევა წულუკიანს. რადიკალური ცლილებები "ქართული ოცნების" რიგებში მეეჭვება, რომ იყოს. შეიძლება, ერთი-ორი მინისტრი მოხსნას მხოლოდ", - ამბობს რომან გოცირიძე.