ივანიშვილმა ანალოგიური პოლიტიკური სისტემა შექმნა, რაც რუსეთში მოქმედებს და მისი არსი კორუფციაა - სამადაშვილი
კრემლის ხელწერა საქართველოში - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ ქართველმა ოლიგარქმა რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა შექმნა, რომლის არსიც კორუფციაში მდგომარეობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კორუფცია სისტემური პრობლემაა, რომლის აღმოფხვრაც ხელისუფლების შეცვლის გზით არის შესაძლებელი.
ჩვენს ქვეყანაში კორუფციას რაც შეეხება, ეს არ არის ინდივიდუალური კორუფციის შემთხვევების პრობლემა, სისტემური გამოწვევა არის ქვეყნისთვის კორუფცია და ეს არის რუსული ხელისუფლების ხელწერა. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანალოგიური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რაც მოქმედებს რუსეთში და ამ სისტემის საფუძველი არის კორუფცია, ამიტომ სასაცილოა, როდესაც ივანიშვილი საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, რადგან კორუფცია არის არსი მისი პოლიტიკური რეჟიმის", - ამბობს სამადაშვილი.