ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო - გახარია

22.01.24 23:43
ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო - გახარია

აწარმოებს თუ არა პარტია "საქართველოსთვის" მოლაპარაკებებს სხვადასხვა ოპოზიციურ ფიგურებთან - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პარტია კონსოლიდაციას არავისთან არ გეგმავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას მარტო მიიღებს.

გახარია აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებს შიში ალაპარაკებთ.

არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ მარტო”, – ამბობს გახარია ინსტაგრამის ოფიციალური გვერდით გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერში.

მსგავსი სიახლეები