ხმაური და დაპირისპირება თბილისში - დაკავებულია ირაკლი კაკაბაძე (ვიდეო)

23.01.24 11:11
ხმაური და დაპირისპირება თბილისში - დაკავებულია ირაკლი კაკაბაძე (ვიდეო)

 

 

ხმაური და დაპირისპირება თბილისში, კეკელიძის N1-ში - ადგილზე  პოლიცია და სამაშველოა მობილიზებული. 
საკუთარი სახლიდან გამოსახლებას ამჯერად ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი ელოდება. იქ აღმასრულებლები ზუსტად 11:00 საათზე გამოჩნდნენ. ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე მისულმა ხალხმა კი სამართალდამცავებს სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი შედუღებული დაახვედრეს. 

მარინა ხატიაშვილი, რომელიც  10 თვის ჩვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება, ამბობს, რომ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მათ  გამოსახლებას მწვანე შუქიკერძო მევახშესთან უკანონო გარიგების  სანაცვლოდ აუნთო. 

ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე დააკავა. დაკავებამდე მან "პირველებთან" დაანონსა, რომ გაზაფხულზე შეიქმნება გაერთიანება, ვინც მოქალაქეთა გამოსახლებას შეეწინააღმდეგა.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ კიდევ სამი პირი დააკავეს. 

ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტი, რომელიც ავტომობილის სახურავიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ის პოლიციის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ იყო ჟურნალისტი, მანქანა კი მისი იყო, თუმცა უშედეგოდ. 

მსგავსი სიახლეები