კეკელიძეზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა - პოლიციამ დაკავებები დაიწყო

23.01.24 11:20
კეკელიძეზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა - პოლიციამ დაკავებები დაიწყო

 

 

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხატიაშვილების ხუთსულიან ოჯახს ასახლებენ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - "პირველების" ინფორმაციით,  მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. 

გამოსახლების ხელშესაშლელად კეკელიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები და მხარდამჭერები. ადგილზე მისულმა ხალხმა კი სამართალდამცავებს    სადარბაზოში შესასვლელი რკინის და ბინის კარი  შედუღებული დაახვედრეს. 

პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის ირაკლი კაკაბაძეც დააკავა. 

 

მსგავსი სიახლეები