ივანიშვილის ახალი ბიზნესგეგმა - თბილისის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება
თბილისის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. ზუსტად 14:00 საათზე დეპუტატები ივანიშვილის ახალი ახირების განხილვას იწყებენ. ოლიგარქი სალოსის ქუჩაზე ქარხნის ნაცვლად 30 სართულიანი 16 კორპუსის მშენებლობას აპირებს.
ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე და მოსალოდნელ კატასტროფულ შედგებზე საუბრობს.
ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განიხილება ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე 82 ათასი კვ მეტრის განაშენიანება რაც შეიძლება მეტი მოგების მიზნით ბიძინა ივანიშვილისთვის. როგორ დაიხარჯება ეს თანხა, არის თუ არა ეს საქველმოქმედო, არ ჩანს იმდენად, რამდენადაც არ არის გამჭვირვალე. ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს თანხები საარჩევნოდ უნდა გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ" იმდენად, რამდენადაც სრული მობილიზებაა, - ამბობს საკრებულოს წევრი ენმ-დან ლილე ლიპარტელიანი.
ურბანულს კატასტროფაზე საუბრობს "ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძეც.
დღეს, როგორც ყოველთვის, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გეგავს ახლა უკვე ისნის რაიონის ჩაბეტონებას და ახორებას როგორც სატრანსპორტოი, ისე ურბანული მიმართულებით. შემოაკლდა ივანიშვილს თანხები და შემოსავლები ევროპიდან და ახლა ცდილობს, რაც შეიძლება საქართველოში იშოვოს რაც შეიძლება მეტყი ფული. ფაქტობრივად, ქალაქი ქალაქში შენდება, - ამბობს ნინო წულაძე.