ხმაურიანი გამოსახლება კეკელიძეზე - მოქალაქემ "ქართული ოცნების" დროშა დაწვა

23.01.24 12:11
ხმაურიანი გამოსახლება კეკელიძეზე - მოქალაქემ "ქართული ოცნების" დროშა დაწვა

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხმაური და დაპირისპირება გრძელდება - ადგილზე რჩებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე ცდილობენ, ხატიაშვილების ოჯახი კუთვნილი ბინიდან გაასახლონ. რამდენიმე წუთის წინ, კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. 

პერიოდულად დაპირისპირებაა  ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის.

აქციაზე სავარაუდოდ 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოქალაქემ "ქართული ოცნების" დროშა დაწვა და საცხოვრებელი სახლიდან გადმოფინა. 

მსგავსი სიახლეები