საარჩევნო უბნები ემიგრანტებისთვის - "ოცნებამ" ოპოზიციის ინიციატივა დაბლოკა
"ქართული ოცნება" ემიგრანტებს არჩვნებში მონაწილეობის უფლება არ მისცემს. ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ყველა ქალაქში საარჩევნო უბანი გაიხსნას, დაბლოკილია. გადაწყვეტილების შესახებ "ოცნების" ლიდერებმა დღეს საარჩევნო ადმინიტრაციასთან შეხვედრის ისაუბრეს.
მმართველი პარტია ამბობს, რომ ეს პრობლემა არა მოქალაქეებს, არამედ ოპოზიციას აწუხებს. ხელისუფლება ოპონენტებს ურჩევს, ამომრჩევლების რაოდენობის ზრდაზე ქვეყნის შიგნით იზრუნონ.
არ არსებობს არცერთი მოქალაქე, ჩვენი ემიგრანტი, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის პრეტენზია ამ არჩევნებშ მონაწილეობასთან დაკავშირებით და მისი ეს პრეტენზია არ დაკმაყოფილებულიყო. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ახლა გადაერთო ემიგრანტებზე, ეს გითხარით ზუსტად, "ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე-გარე დარბოდა", ეს პრინციპი აქვთ ახლა. თუ შენ საქართელოს საზოგადოება 99% მხარს არ გიჭერს ქვეყანაშ, არც ქვეყნის გარედან არ დაგიჭერს მხარს. ეს არის ის მიზეზი, რომელიც აქვს თავში ზარმაც სტუდენტს და თუ არ იმეცადინე, ვერ ჩააბარებ იმ გამოცდას და ამ საგამოცდო კომიაიამ რა ქნას ახლა, ვერ გავიგე, - ამბობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშილი კი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ახლა ცდილობს, ემიგრანტები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს.
ახლა ცდილობენ, რომ როგორმე განაწყონ ჩვენი ემიგრაცია, სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანები ქვეყნის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ იმ განცდით და იმ გაგებით, რომ თითქოს ვინმეს ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობის უფლება. წარმოუდგენელია, მობილური ტელეფონით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.
ოპოზიციის ლიდერების, ხელესიუფლების და საარჩევნო ადმინიტრაციის შეფების შეხვედრა დილიდან დაიწყო და ახლაც დახურულ კარს მიღმა გრძელდება.