"ბიძინა ივანიშვილის პარტია N2" - ხაბეიშვილი მეზვრიშვილის ბრალდებებს პასუხობს
"ბიძინა ივანიშვილის პარტია N2" - ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე ნათია მეზვრიშვილის ბრალდებებს, თითქოს ენმ ცესკოთან თანამშრომლობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ხაბეიშვილმა ცესკო ამხილა.
ამასთან, ხაბეიშვილი ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნები აუცილებლად კითხვნის ნიშნებს გამოიწვევს.
ბიძინა ივანიშვილის პარტია N2 რომ უკმაყოფილოა, რომ ვამხელ ცესკოს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა, ისინი რომ კმაყოფილები ყოფილიყვნენ, ეს გამიკვირდებოდა. თქვენ რატომ გიკვირთ? ბიძინა აივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა, მეორე „ქართული ოცნება“, ამიტომ ახლა ცხადია, მათ არ მოსწონთ. რატომ? იმიტომ, რომ ისინიც იგივეს აკეთებდნენ თავის დროზე. ეს ადამიანი არჩეული არ არის, მას ვერ ექნება ლეგიტიმაცია. ჰკითხეთ, არჩეულია? ხომ იციან, რომ დანიშნულია. რაც შეეხება მის ჩატარებულ არჩევნებს, იქნება თუ არა კითხვნის ნიშნის ქვეშ? ცხადია! ის არის არალეგიტიმური თავმჯდომარე, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეხვედრა, სადაც ცესკო და პოლიტიკური პარტიები მომავალი არჩევნების საკითხებზე მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად პარტია "საქართელოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა დატოვა. ოპოზიციის წევრი ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლამ გააღიზიანა, რადგან მიიჩნევს, რომ ენმ-ს თავმჯდომარემ სწორი აქცენტები ვერ დასვა.
მეზვრიშვილმა ენმ ცესკოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და მათ "ოცნების" სასარგებლო იდიოტები უწოდა.