"სანდოები არ ხართ" - ხმაური და დაპირისპირება ცესკოში
ხმაური და დაპირისპირება ცესკოში - ოპოზიციის და საარჩევნო ადმისნიტრაციის შეფის შეხვედრა ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საარჩევნო ადმინიტრაციის შეფისგან ითხოვდა პასუხს, რატომ ინიშნებიან მის უწყებაში "ოცნების" მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მაღალ თანამდებოებზე.
დამოუკიდებელი კომისიის წევრი უნდა იყოს სანდო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ იქნება სანდო, სანამ ის არის „ქართული ოცნების“ საკრებულოს ან პარლამენტის წევრის ოჯახის წევრი, ცოლი, მეუღლე. ვერ იქნება სანდო, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის მეუღლეს ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიაში. ვერ იქნება სანდო, როცა და ძმას ნიშნავს და ა.შ., რომელიც მთლიანად ტრიალებს „ქართული ოცნების“ გარშემო. ორჯერ ორი ხომ ოთხია, რომ საკრებულოს წევრის მეუღლე არ უნდა იყოს კომისიის წევრი. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი საკრებულოს წევრების მეუღლეები დანიშნეთ ამ კომისიაშიაო? ვამბობთ, რომ ობიექტურად შეარჩიეთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფი "ოცნებასთან" გარიგებაშიც დაადანაშაულეს. არალეგეტიმურად გამოცხადეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მის მიერ ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალე ვერ იქნება.
სანდოობის პრობლემაა თქო, თავმჯდომარის, ანუ შემორჩენილი კაცი რომაა. იმიტომ, რომ ის არავის აურჩევი „ქართული ოცნების“ და სუსი მიერ დატოვებული თავმჯდომარეა. ამ კაცთან გვქონდა შეკითხვები, კონკრეტული მტკიცებულებები მოვუტანეთ. ასეთი რამ თქვა, რომ ისევ ასე აპირებენ, ისევ ბიძაშვილებს დავტოვებთ, ისევ ნათესავებს დავტოვებთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავო და მე დავრჩები თუ არა თანამდებობაზე, ცხადია, დავრჩები, იმიტომ, რომ 15 ათას ლარამდე ხელფასი მაქვსო და ფანტასტიკურად ვგრძნობ თავსო. ხალხი თუ შიმშილობს და პრობლემაა, ეს საერთოდ არ მაინტერესებსო, - ამბობს ენმს- თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ცესკოს თვამჯდომარე კი თავის მართლების რეჟიმშია. გიორგი კალანდარიშვილი ამტკიცებდა, რომ სახეზე ღია და გამჭვირვალე პროცესია და გადახედვას არ საჭროებს. კალანდარიშვილის მტკიცებით, ოპოზიცია საკითხით მანიპულირებს.
სახეზე გვაქვს ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცესი, რომელთა მიმართებაშიც დღეს არ არსებობს რაიმე არსებითი ისეთი წუხილი ან საკითხი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ტიპის დამატებით გავითარებას, დახვეწას ან კიდევ ერთხელ გადახედვას საჭიროებდეს. რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს და წუხილს სხვა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან, რომ მოქმედი თავმჯდომარის სრულ უფლებამოსილებაშია მანამ, სანამ არ მოხდება ახლით მისი ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, ეს პირდაპირ გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციებისა და სპეკულაციების მიზნითაა, - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.