"რეაბილიტაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანი ორმოში არ ჩავარდეს" - დაპირისპირება საკრებულოში

23.01.24 15:50
"რეაბილიტაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანი ორმოში არ ჩავარდეს" - დაპირისპირება საკრებულოში

ხმაურით და ჩხუბით გაიხსნა თბილისის საკრებულოს სხდომა - დაპირისპირება ოპოზიციის განცხადებას მოყვა.

დეპუტატებმა კითხვები წერეთლის გამზირის ჩავარდნილ რეაბილიტაციაზე და იქ არსებულ სავარუდო  კორუფციაზე დასვეს, რასაც "ოცნების" უკმაყოფილება და შემდეგ ჩხუბი მოყვა.

გასაგებია, რომ თქვენი მერი ბატონი კალაძე არასდროს გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, ბოდიშის მოხდით, როცა ამის საჭიროება არსებობს, მაგრამ მაინც მჯეროდა და მეგონა, რომ მისი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში ბოდიშს მაინც მოუხდიდით თბილისელებს, მათ შორის, წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებს, რომლებიც ბოლო ათი თვეა, აუტანელ პირობებში ცხოვრობენ იქ და ამას მაინც ვერ უარყოფთ ვერცერთი თქვენგანი. რეაბილიტაცია უნდა გაკეთდეს ისე, რომ ადამიანი ორმოში არ ჩავარდეს,“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.

რაღაც მიეჩვიე შეურაცხყოფას, კორექტული იყავი. ბოდიში მოსახდელი არავის არ აქვს,“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

საუბრის მთავარი თემა იყო ოლიგარქი ივანიშვილიც. ოპოზიცია სალოსის ქუჩაზე დაანონსებულ კორპუსების შენებლობას აპროტესტებს, "ოცნება" კი ამ საკითხის მხარდაჭერას კენჭისყრაზე აპირებს. 
 

მსგავსი სიახლეები