ვულოცავ ოპოზიციას ბიძინას დაბრუნებას, ოცნებავ - თქვენთვის ცუდი ამბავია - კამათი საკრებულოს სხდომაზე
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - წერეთლის გამზირის გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და სავარაუდო კორუფციის გარდა, საუბრის მთავარი თემა იყო ოლიგარქი ივანიშვილიც და მისი დეველოპერული გეგმებიც.
ოპოზიცია სალოსის ქუჩაზე დაანონსებულ კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს, "ოცნება" კი ამ საკითხის მხარდაჭერას კენჭისყრაზე აპირებს.
რა იყო ის განსაკუთრებული, რაც ამ კომპანიებს ჰქონდათ და თავის დროზე მივანდეთ ამხელა საქმე. რატომ გახდა კახი კალაძისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ იანვრის ბოლოს, 20 დღესაც არ გადავაცილებ, ისე დავასრულებ, ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ ქალაქისთვის ეს არაფრის მომტანი არ არის. კორპუსიდან რომ გაიხედავს და 100 მეტრი რომაა მეორე კორპუსამდე, სადღაც 20 დღე გავა და მათ შორის კიდევ კორპუსი ამოდის, ეს აიკრძალოს, აღარც ხედი არსებობს, აღარც ადამიანებს სასუნთქი საშუალება არ აქვთ,“ - ამბობს ონიანი.
ყოველთვის ვიღაც არის დამნაშავე, თქვენ არასდროს, სულ პრობლემები რომ გაქვთ, ვაკის პარკზე არ მინდა საუბარი, სად არის კასკადი. ბატონი ლადო, მეგონა, რომ წერაქვით, რეზინის ჩექმებით და ნიჩბით იქ იდგა, იმიტომ, რომ გრეიდერს არავინ განდობს, ვიც იქ მუშაობს, იმათ არ იციან გრეიდერის გამოყენება და იქ მეგონე წასული,“ - ამბობს ვატო სურგულაძე.
ბელადომანიას რომ ვუყურებ, ფაშა როგორ ბრუნდება, როგორ დამწკრივდნენ ლიდერები და როგორ ცდილობენ, მას თავი მოაწონონ, ეს ძალიან მომწონს და ვულოცავ ოპოზიციას და ჩვენს თავს ბიძინას დაბრუნებას და თქვენთვის ცუდი ამბებია, მგონი,“ - ამბობს კობერიძე.
ოდნავ მადლიერება მაინც არ მახსენდება, არცერთი ეს ადამიანი გამოსული, რომ დადებით კონტექსტში რომელიმეს ეთქვა რომელიმე ამ პროექტთან დაკავშირებით,“ - ამბობს ტყემალაძე.
მხოლოდ ამ ერთ პროექტზე, სადაც ფონდი ქართუ ფიგურირებს, მხოლოდ ამ პროექტზე იყო ჩვენი ოპონენტების მხრიდან აქცენტი გაკეთებული. ეს არის დიდი დიღომი, მაგალითად, სადაც თანხმდება განაშენიანების რეგულირების გეგმა, გაცილებით მაღალი კოეფიციენტით, ის, რაც არ დევს,“ - ამბობს რეზი სოხაძე.