აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

23.01.24 16:43
აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

29 მომხრე, 3 წინააღმდეგი - აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს.

გადაწყვეტილება თვილისის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ამ გადაწყვეტილებით 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ორ ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.

ფუნქციური სტატუსი არ შეცვლია ლაგუნა ვერეს და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.

მსგავსი სიახლეები