რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევად არ გვიღირს ქველმოქმედება - კამათი საკრებულოში

23.01.24 17:07
რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევად არ გვიღირს ქველმოქმედება - კამათი საკრებულოში

29 მომხრე და 3 წინააღმდეგი - ლაგუნა ვერეს ტერიტორია, სადაც ორი ცათამჯენის შენებლობაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. გადაწყვეტილება საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყტილებით თბილსიის ცენტრში ახალი ცათამბჯენების აშენება მალე დაიწყება.

დღეს საკრებულომ ივანიშვილის ახალ ახირებაზეც იმსჯელა. ოლიგარქი სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი 30 კორპუსის მშენებლობას ითხოვს და ამ საკითხის განხილვა შემდეგ სხდომაზე იგეგმება.

2023 წლის ბოლოს დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის კარგს არაფერს მოასწავებს, უკანონო შენობას აშენებს და წამებში ლეგალიზებას უკეთებთ შემდგომ ამ შენობას ისე, რომ არანაირი დოკუმენტაცია დღესაც ატვირთული არ არის ამ შენობის შესახებ, როცა ერთ ლარად მიწებს გადასცემთ - ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის რაღაცის გაკეთების სანაცვლოდ, რაღაცის აღება და უფრო მეტის აღება, ვიდრე უკეთებს სახელწმიფოს. რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევა არაფრად არ გვიღირს ქველმოქმედება. დედაქალაქის ურბანულ გენოციდს აწყობთ და დღეს იღებთ გადაწყვეტილებას ასევე ისტორიული ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ძალიან მასშტაბური განაშენიანების გადაწყვეტილებას ისე, რომ პროტესტი არ გიჩნდებათ,“ - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნინო წულაძემ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

გამოასახლეს არასრულწლოვან ბავშვთან ერთად სიცივეში, გამყინვარებაში, უმუშევრობასა და მთლიანად სასოწარკვეთილებაში მყოფი ოჯახი გამოაგდეს სახლიდან და დავაწეროთ - ბიძინა ივანიშვილი - ისნის აღმაშენებელი, ასეთ ქართველებზე დგას საქართველო,“ - ამბობს ნინო წულაძე.

მსგავსი სიახლეები