მინდა, მივმართო "ოცნებას": ვისთანაც გაგსვლიათ, ისევ იმასთან გაგივიდეთ - გახარიას გუნდი

23.01.24 17:22
მინდა, მივმართო "ოცნებას": ვისთანაც გაგსვლიათ, ისევ იმასთან გაგივიდეთ - გახარიას გუნდი

"მინდა, მივმართო "ოცნებას": ვისთანაც გაგსვლიათ, ისევ იმასთან გაგივიდეთ, ჩვენ გახარიას გუნდი გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ," - ამ სიტყვებით მიმართავს მმართველ პარტიას საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე.

პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მისი გუნდი შეეცდება მმართველი პარტიის კორუფციულ გარიგებებში მხილებას.

როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო 10 თვეა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს. მინდა, მივმართო "ოცნებას": ვისთანაც გაგსვლიათ, ისევ იმასთან გაგივიდეთ, ჩვენ გახარიას გუნდი გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში კორუფციაში მონაწილეობა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია,“ - ამბობს შარაშიძე.

მსგავსი სიახლეები