აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

23.01.24 18:37
აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საწარმოში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ შირვანში მოხდა.

მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ჭურვის დაზიანებამ გამოიწვია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა.

მსგავსი სიახლეები