უსამართლობა გვავალდებულებს, რომ ვიბრძოლოთ ამ სისტემის წინააღმდეგ - მენაბდე

23.01.24 18:48
უსამართლობა გვავალდებულებს, რომ ვიბრძოლოთ ამ სისტემის წინააღმდეგ - მენაბდე

7 საათზე კეკელიძეზე - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რას გააცნობენ მოქალაქეებს კეკელიძის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ოჯახი გამოასახლეს და 20 მოქალაქე დააკავეს.

როგორც მენაბდე ამბობს, მოთხოვნებს შორის დაკავებულების გათავისუფლებაც იქნება, თუმცა სხვა საკითხებზეც ისაუბრებენ, მათ შორის იმაზე, როგორ დაუპირისპირდნენ სისტემას.

მენაბდის თქმით, პრობლემებს შორის არის ის ფაქტიც, რომ გამოსახლება ზამთარში მოხდა.

7 საათზე გაკეთდება განცხადება, რა არის შემდეგი ნაბიჯები, იმიტომ, რომ ეს ბრაზი, უსამართლობა, რომლის მომსწრენიც დღეს გავხდით, გვავალდებულებს, რომ ვიბრძოლოთ ამ სისტემის წინააღმდეგ. ეს, რა თქმა უნდა, სპონტანურია, არ უნდა გვქონდეს დაინტერესებულ ადამიანებს, რომ ეს გეგმა დეტალური და ძალიან გათვლილი იქნება, თუმცა უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმას გვაცნობთ მოქალაქეებს. ორი გამოსახლება, ვიცით, რომ დაგეგმილია ხვალ დილით დადიანის ქუჩაზე და 26-ში დილით, რუსთაველის მაკდონალდსის უკან. დღეს აქ შევიკრიბებით და იქნება მოთხოვნები - ჩვენი თანამოაზრეები დააკავეს, 20-მდე ადამიანია დაკავებული სხვადასხვა საფუძვლით და მათი გათავისუფლებაც იქნება ჩვენს ფოკუსში ცხადია, თუმცა სხვა შინაარსობრივ საკითხებსაც გავაცნობთ საზოგადოებას,“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მენაბდე ამბობს, რომ სახელმწიფომ მეტი რეგულაცია უნდა შემოიტანოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

მთავარი, რაც დღეს არის, არის ის, რომ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, დაიწყოს რეფორმა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პარლამენტმა შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამას შეისწავლის," - ამბობს მენაბდე.

მსგავსი სიახლეები