კალანდარიშვილის მიერ ჩასატარებელ არჩევნებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს - ხმაური ცესკოში

23.01.24 20:12
კალანდარიშვილის მიერ ჩასატარებელ არჩევნებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს - ხმაური ცესკოში

 

 

გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩასატარებელ არჩევნებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს. არალეგიტიმური თავმჯდომარე ამ შეფასებებს ცესკოს შეფი დღეს ოპოზიციური ლიდერებისგან ისმენდა. ელექტრონული სტანდარტების შესახებ დაგეგმილი შეხვედრა ბოლოს ჩხუბში და დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დახურულ კარს მიღმა კალანდარიშვილს ოპოზიციის წევრები სთოხოვდნენ პასუხს, რატომ არის საარჩევნო ადმინისტრაციაში ნეპოტიზმი და კორუფცია. პოლიტიკოსები ცესკოს თავმჯდომარესთან კონკრეტული მტკიცებულებებით მივიდნენ.

შევხედრა პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. დარბაზი პროტესტის ნიშნად გახარიას თანაგუნდელმა დატოვა. ნათია მეზვრიშვილს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლა არ მოეწონა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მედიასთან "ოცნების" სასარგებლო იდიოტი უწოდა.

პასუხი გახარიას თანაპარტიელს ხაბეშვილმა მალევე გასცა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ექსპრემიერიც და მისი პარტიაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტად გამოაცხადა. ამ ბრალდებების ფონზე კი დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები