თბილისი მოსალოდნელი კოლაფსის წინაშე - "ოცნებამ" ივანიშვილის კორპუსების ბიზნესს მწვანე შუქი აუნთო

23.01.24 20:33
თბილისი მოსალოდნელი კოლაფსის წინაშე - "ოცნებამ" ივანიშვილის კორპუსების ბიზნესს მწვანე შუქი აუნთო

 

 

თბილისი მოსალოდნელი კოლაფსის საფრთხის წინაშე - დედაქალაქში "ლაგუნა ვერეს" ტერიტორია მალე სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. საკრებულოს უმრავლესობამ ადგილს, სადაც ორი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია, სადაც ყოველ დღე ისედაც საცობებია, მალე გაუვალ ადგილად  გადაიქცევა.

სრული კოლაფსი ემუქრება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩასაც. თბილისის საკრებულოს ივანიშვილის დეველოპერული  "ოცნებების" ასრულებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.  16  30 სართულიან  კორპუსს ოლიგარქი ძველი ქარხნის  ნაცვლად ააშენებს. თბილისის მუნიციპალიტეტი ელვის სისწრაფით ასრულებს ყველა პროცედურას, რომ ოლიგარქი რაც შეიძლება მალე ბინების გაყიდვით კიდევ უფრო გამდირდდეს.  

ოპოზიციის წინააღმდეგობისა და დაპირისპირების მიუხედავად, "ოცნების" საკრებულოს გუნდმა ყველაფერი ოლიგარქის სურვილის  მიხედვით შეასრულა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები