უკრაინამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ პირთა მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული სააკაშვილთან მიმართებაში - მანანა ანდღულაძე

23.01.24 21:23
უკრაინამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ პირთა მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული სააკაშვილთან მიმართებაში - მანანა ანდღულაძე

„მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება კონკრეტულად იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, ვინაიდან ის არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,“ - ამ განცხადებას „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ხელმძღვანელი მანანა ანდღულაძე „რეაქციაში“ აკეთებს.

სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი გეგმავს, რომ მიმართოს უკრაინის რადას, უკრაინის პრეზიდენტსა და ომბუდსმენს, რომ დაიწყოს გამოძიება და გამოიკვეთოს ყველა ის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა. 

ამ წერილის მიწერა გადავწყვიტეთ არა მარტო რადას, არამედ ზელენსკის და სახალხო დამცველს. მნიშვნელოვანია, დაიწყოს გამოძიება კონკრეტულად იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, ვინაიდან ის არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ეს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა ლიდერმა განაცხადა.
მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, ეს ეტაპობრივად გაგრძელდება, როგორც საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება, ასევე უკრაინაში.
რატომ მივმართავთ უკრაინას, ის უკრაინის მოქალაქეა და სამართლებრივად ასეა სწორი, დიახაც, უკრაინის პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირზე, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა და დღემდე ახორციელებს.
ივანიშვილი, რომელიც დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში მესამედ, დიახაც, მისთვის უნდა იყოს ბერკეტი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უპირობოდ გათავისუფლებული და გვაქვს იმედი, რომ ამ თხოვნას უკრაინა მიიღებს,“ - ამბობს მანანა ანდღულაძე. 

მსგავსი სიახლეები