სააკაშვილთან აქვთ დამამცირებელი დამოკიდებულება - ახვლედიანი
რატომ მიმართავენ უკრაინის რადას, უკრაინის პრეზიდენტსა და ომბუდსმენს სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას -„მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის საკითხის ირგვლივ კონსოლიდაცია, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია.
მამუკა ახვლედიანი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე, ერთ-ერთ მაგალითად კი სატელეფონო საუბრების შეზღუდვა მოჰყავს.
უნდა მოხდება კონცენტრირება ამ საკითხზე, ჩართულობა თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების და უკრაინელების დახმარებით კიდევ ერთხელ მიწვდენა ხმა საერთაშორისო საზოგადოების და მათი დახმარებით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა.
ნამდვილად არ არის სავალდებულო, ადამიანი ციხეში იჯდეს ამ მომენტში იმ ტიპის სასამართლოს პირობებში, რაც გვაქვს.
დღემდე მიკვირს, რა მიზეზით არ აქვს სატელეფონო საუბრების საშუალება და ბევრი სხვა შეზღუდული უფლება, რომელიც სხვა პატიმრებისთვის არსებობს და არ არსებობს მიხეილ სააკაშვილისთვის. რაც წარმოუდგენელია და ასე არ უნდა ხდებოდეს. სამართლებრივ ქვეყანაში არათუ პრეზიდენტთან, ნებისმიერ მოქალაქესთან ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა ცალკე დავის წამოწყების საფუძველი, მითუმეტეს პრეზიდენტი, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს მის მიმართ, ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახე დაკავების პირველ ეტაპზე, პირადად არ მინახავს, ეს იყო დემონსტრაციული, დამამცირებელი დამოკიდებულება,“ - ამბობს ახვლედიანი.