დიდი ზეწოლა იქნება საზოგადოებისგან, ომში ჩართული უკრაინისგან, სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ - აკაკი ხუსკივაძე
„მიხეილ სააკაშვილი არა მარტო პოლიტიკური პატიმარია, ის არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის წარმომადგენელი აკაკი ხუსკივაძე აკეთებს.
ხუსკივაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი წამების მსხვერპლია და ის უნდა გათავისუფლდეს.
ძალიან დიდი ზეწოლა იქნება საზოგადოებისგან, დიდი ზეწოლა იქნება ომში ჩართული უკრაინისგან და დიდი ზეწოლა იქნება ჩვენი პარტნიორებისგან, ეს არის ის მომენტი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუკი არსებობს გარკვეული სამართლიანობის პრინციპი, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი.
მიხეილ სააკაშვილი არა მარტო პოლიტიკური პატიმარია, ის არის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
ივანიშვილმა შპს საქართველო დაიკანონა, სადაც ჰყავს თავისი ბანკის დაცვის უფროსი მინისტრად და ა.შ. მე არ მსურს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ გავიღვიძებ ისეთ ქვეყანაში, სადაც გაღვიძების არ შემეშინდება,“ - ამბობს ხუსკივაძე.