სააკაშვილის გათავისუფლება და უფლებების დაცვა - სამოქალაქო სექტორი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

24.01.24 11:38
სააკაშვილის გათავისუფლება და უფლებების დაცვა - სამოქალაქო სექტორი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

მიმართვა უკრაინის ხელისუფლებას - სამოქალაქო საზოგადოება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვოლოდომირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახლხო დამცველს მიმართავს. კონფერენცია, სადაც დოკუმენტზე შეჯერდებიან, თბილისში ერთ საათში დაიწყება.

სამოქალაქო საზოგადოება, მსახიობები, ექიმები, მომღერლები - ყველა ერთად უკრაინის საგამოძიებო უწყებას პრეზიდენტის უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმართავს. ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის დარღვეული უფლებებით უნდა დაინტერესდნენ.

ჩვენ მივმართავთ უკრაინის პოლიტიკურ ისტემბლიშმენტს, კონკრეტულად რადას და პრეზიდენტს იმის შესახებ, რომ შესწავლილი იქნეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შესწავლილი იქნეს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და იყოს ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული. ძალიან გვინდა, რომ მაქსიმალურად ყველა ბერკეტი იქნეს ჩართული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში, - ამბობს საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის წარმომადგენელი აკაკი კობალაძე.

 

მსგავსი სიახლეები