სამინისტრო შანტაჟით და ულტიმატუმით გველაპარაკება, მოსყიდვა უნდათ - ქვეყანაში ექიმების პროტესტმა იფეთქა

24.01.24 12:32
სამინისტრო შანტაჟით და ულტიმატუმით გველაპარაკება, მოსყიდვა უნდათ - ქვეყანაში ექიმების პროტესტმა იფეთქა

დარჩება თუ არა ათობით ექიმი სამსახურის გარეშე - რესპუბლიკური საავადმყოფოს  თანამშრომლების ბედი ისევ გაურკვეველია. ათობით მედიკოსი ამ წუთებში კლინიკაში იკრიბება და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ კლინიკას დაანგრევს. ჯანდაცვის მინისტრი კი ირწმუნება, რომ თანამშრომლებს კომპენსაციას და დასაქმებას სთავაზობს, თუმცა ექიმების ნაწილისთვის ეს არადამაჯერებელია.

როგორც კარდიოლოგი ნინო ოთარაშვილი "პირველებს" ეუბნება, სამინისტრომ ექიმებისთვის მიცემული პირობა დაარღვია და მედიკოსებმა მთავრობის გადაწყვეტილება მხოლოდ ტელევიზიით გაიგეს.

ეს არის კიდევ ერთხელ დარღვევა ჩვენთან დადებული პირობის. ერთი წლის განმავლობაში სამინისტრო ყოველ შეხვედრაზე გვპირდებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან შეხვედრით სამუშაო რეჟიმში და არც ერთი საექსპერტო დასკვნა არ იქნებოდა დამალული და განიხილებოდა ჩვენთან.

გუშინ მივიღეთ კონტრაქტები შეთავაზებით კომპენსაციის, გუშინ რაც წავიკითხეთ და გაგვაცნო კლინიკის დირექტორმა, არის შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი. ეს არის ყოვლად შეურაცხმყოფელი. მე ვფიქრობ, რომ მოსყიდვა უნდათ. ეს არის უპრეცედენტო კომპენსაცია, რომელიც არასდროს არავისთვის არ მიუციათ. არ ვიცი, როგორ აპირებენ, ეს ხომ შრომის კოდექსშია გაწერილი. ესეც ბადებს ეჭვს და არ ვენდობით. ნდობა არ გვაქვს, რადგან ბევრჯერ დაურღვევიათ ეს შეთანხმება პირადად ჩვენთანაც და ის შეთავაზებები, რომლებიც არის, აბსოლუტურად ბუნდოვანია"- განაცხადა მედიკოსმა. 

ნინო ოთარაშვილი კიდევ ერთ ბუნდოვანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამინისტრომ მათ დრო 5 თებერვლის ჩათვლით მისცა. 

მეტიც, თუ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმები 5 თებერვლამდე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ დათანხმდებიან სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პირობებს, ყველა მათგანს სამსახურიდან დაითხოვენ და კომპენსაციის სახით მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურებას მისცემენ. 

დრო არის ცოტა - გაჟღერებულ იყო ტელევიზიით რამდენჯერმე, რომ 90 დღე ეძლეოდა პერსონალს გადაწყვეტილების მისაღებად. გუშინდელი ხელშეკრულებით კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5 თებერვლის ჩათვლით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სადაც არაფერი დაკონკრეტებული არ არის.

მეორე - ამ ბუნდოვანი ოთხი შემოთავაზებიდან არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, 15 თებერვლამდე ავტომატურად ყველა განვთავისუფლდებით და მივიღებთ კანონით დადგენილ ერთთვიან კომპენსაციას. ნდობაც რომ გვქონდეს ჩვენ დავთანხმდებოდით ერთადერთ შემთხვევას, თუ გამოიყოფოდა ალტერნატიული ფართი, სადაც გადავიდოდა ეს სამედიცინო პერსონალი სამუშაოდ. ჩვენთვის არ შემოუთავაზებიათ სხვა კლინიკებში გადანაწილება.

შემოთავაზებაში არის ჩანაწერი ერთჯერადი შეთავაზება ალტერნატიული სამსახურის და 4-თვიანი კომპენსაცია. როდესაც ჩვენ ვიკითხეთ, რა სამსახურს გვთავაზობთ, თუ ამას აირჩევთ მერე მოვიფიქრებთო - ჯერ აირჩიე, შემომთავაზე, რომ მე მქონდეს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი აქ ვინც ვდგავართ დავთანხმდებით მხოლოდ ერთი პირობით, თუ შევძლებთ, ალტერნატიულ ფართში გადასვლას და მუშაობას.  ", - ამბობს ექიმი ნინო ოთარაშვილი.

გაირკვა ისიც, რომ კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების დიდი ნაწილი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს ისე, რომ სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს - "აიძულეს" - ამბობს ექიმი. 

როდესაც კოვიდ პანდემიის რეჟიმი დასრულდა კლინიკაში, ბატონ გიორგი დუნდუას და მის რეანიმაციულ განყოფილებას პირდაპირ გამოუცხადეს, რომ თქვენ კლინიკა უნდა დატოვოთ, რადგან აღარ ხართ საჭირო კოვიდ პანდემიის საჭიროებიდან გამომდინარე. მათ პირდაპირ შესთავაზეს რუხის კლინიკაში გადასვლა და არ დაუტოვეს არანაირი სხვა ალტერნატიული გამოსავალი. ვერც შეეწინააღმდეგა, რადგან დაახლოებით 200-მდე ადამიანი რჩებოდა უმუშევარი. მართალია, 200-მდე ადამიანი არ გადავიდა, ბევრი დარჩა, ბევრი იყო სტუდენტი, რეზიდენტი, ექთანი, რომლებიც დარჩნენ უმუშევრები, მაგრამ ძირითადი ბირთვი გადავიდა რუხში. აიძულეს, რომ გადასულიყო რუხში, ვინაიდან აქ მათი ადგილი ვერ მოიძებნა და დაიწყეს დახურვა ამ განყოფილებების.

მეექვსე სართულზე გახსნილი იყო პედიატრიული განყოფილება კოვიდ პანდემიის დროს. ეს კლინიკაც კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ გაარემონტეს კაპიტალურად, გახსნეს ზარზეიმით პედიატრიული კლინიკა და მეორე დღესვე დახურეს. გარემონტებულ შენობას ანგრევს სახელმწიფო. დაახლოებით 8-11 მილიონზეა საუბარი, შეიძლება მეტიც. ასე გვითხრეს, ეს რა თანხა არის, დროებით გარემონტებული და დროებითი საჭიროებიდან გამომდინარე იყო და ეს რა თანხა არისო, აგვიქნიეს ხელი"- აღნიშნა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმმა. 

მსგავსი სიახლეები