მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა
თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა - თბილისის მერის წინააღმდეგ „ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სარჩელი ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა.
"ლელოს" ლიდერი მოითხოვს, კახა კალაძემ მის მიერ გავრცელებული არასწორი ცნობი უარყოს.
ბატონმა კალაძემ, ერთ-ერთ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.
შეგვაქვს საჩელი ამ არასწორი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. რადგან ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა.
ამ ბოლო დროს, ასეთი ტიპის სარჩელებზე, ხელისუფლების წარმომადგენებლების წინააღმდეგ უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდდა - წარმოებაში მიღების სტადიაზევე უარის თქმის. დაველოდოთ, რა მოხდება, განცხადება სახეზეა, საკანონმდებლო ნორმები სახეზეა, რომელიც ბატონ მამუკას ამის საშუალებას აძლევს, დანარჩენს, დაველოდოთ სასამართლოს მხრიდან",- განაცხადა კორძაძემ.