"ხელისუფლებამ გამოსახლების კვირეული მოგვიწყო" - ზეგ გამოსახლებას კიდევ ერთი ოჯახი ელოდება

24.01.24 13:27
"ხელისუფლებამ გამოსახლების კვირეული მოგვიწყო" - ზეგ გამოსახლებას კიდევ ერთი ოჯახი ელოდება

აღსრულების ბიუროდან კიდევ ერთი გამოსახლება 26 იანვარს არის ჩანიშნული. ელგუჯა ბბალახაძეა ის ადამიანი, რომელიც ზეგ სახლის გარეძე დარჩენას ელოდება. კაცი "პირველებთან" ამბობს, რომ მთავრობამ ადამიანები ამ ცივ ზამთრში, სიცივესა და ყინვაში ქუჩაში გასაგდებად გაიმეტა.

გამოსახლების კვირეული მოგვიწყო მთავრობამ ამ ცივ ზამთარში. ჩემი გამოსახლება არის ზეგ, 26 იანვარს. მოლოდინი ისევ ისეთი მქვს, როგორც აქ არიან შეკრებილი ადამიანები, ისე იქნებიან ჩემთანაც. ჩვენ მესიჯი გავუგზავნეთ მთავრობას, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი და გამოძიებულ იქნას ყველა ის საქმე, რომელიც მევახშესთან ჩიხში არის შესული".- ამბობს ელიგუჯა ბალახაძე.

საზოგადოების პროსტესტმა პირველი შედეგი გამოიღო. აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებული გახდა უკან დაეხია. დღეს კიდევ ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩა, თუმცა დროებით. აგვისტოს ომის ვეტერანს, რომელიც დღეს სახლიდან იძულებით უნდა გამოეყვანათ, მევახშესთან მოსალაპარაკებლად რამდენიმეთვიანი ვადა მისცეს.

დადიანის 259 ნომერთან კი კვლავ არიან შეკრებილები ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას და კანონში ცვლილელებას ითხოვენ.

 

 

მსგავსი სიახლეები