დავუმტკიცებთ კალაძეს, რომ პროპაგანდისტი და მატყუარაა - ირაკლი კუპრაძე

24.01.24 13:43
დავუმტკიცებთ კალაძეს, რომ პროპაგანდისტი და მატყუარაა - ირაკლი კუპრაძე

დავუმტკიცებთ კალაძეს, რომ პროპაგანდისტი და მატყუარაა, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. საქმე ეხება კალაძის წინააღმეგ ხაზარაძის სარჩელს.

ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერმა ტყუილის გავრცელებისთვის პასუხი უნდა აგოს. 

ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა მოეთხოვოთ იმ ტყუილებზე, რომელსაც ისინი აჟღერებენ სატელევიზიო ეთერში. მათ ჰგონიათ, რომ დააბრეხვებენ რაღაც გაუგონარ სისულელეს და პასუხს არავინ მოსთხოვს. ეს იქნება მცდელობა იმისა, თუნდაც უსამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში, რომ ვუთხრათ და დავუმტკიცოთ კახა კალაძეს, რომ ის არის პროპაგანდისტი და მატყუარა. "ლელო" უარს ამბობს მსგავს პოლიტიკაზე და "ლელო" დაასრულებს სწორედ იმ ძალადობაზე, ტყუილზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელსაც ეწევა კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, "ქართული ოცნება" და მთლიანად ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

მამუკა ხაზრაძე კახა კალაძეს უჩივის. თბილისის მერის წინააღმდეგ "ლელოს" ლიდერის სარჩელი უკვე სასამართლოშია. ხაზრაძე მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავებ.

"ოცნების" ლიდერი ირწუნებოდა, რომ ხაზრაძე წინა ხელისუფლების დროს სააკშვილის ხელის ბიჭი იყო და ბიზნესს ატერორებდა. 

მსგავსი სიახლეები