ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეა - სოფო ჯაფარიძე

24.01.24 13:54
ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეა - სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე უკრაინის პროკურატურას მიმართავს, გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, ამიტომაც მიიჩნევს, რომ უკრაინული მხარე სააკაშვილის მხარდასაჭერად ამ მიმართულებითაც უნდა იყოს ჩართული.

„მივმართავთ უკრაინას, რომ ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი - ის არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, რომ უკრაინული მხარე ამ მიმართულებითაც უნდა იყოს ჩართული.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, მსახიობები და ხელოვანები უკრაინის ხელისუფლებას მიმართავენ. მიმართვის ადრესატია ვოლოდომირ ზელენსკი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება სააკაშვილის თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს. ოფიციალური დოკუმენტი უკრიანის საგამოძიებო უწყებებში  და პარლამენტშიც გადაიგზავნება.

ამ წუთებში, "რედისონში" უკრაინის რადაში გადასაგზავნ, სააკაშვილის მხარდამჭერ დოკუმენტს ეწერება ხელი.

მსგავსი სიახლეები