ვმუშაობთ, რომ საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სააკაშვილი გათავისუფლდეს - ჭიაბერაშვილი

24.01.24 14:05
ვმუშაობთ, რომ საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სააკაშვილი გათავისუფლდეს - ჭიაბერაშვილი

„ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ვმუშაობთ ყველა მიმართულებით სამართლებრივად და პოლიტიკურადაც,  რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სააკაშვილი გათავისუფლდეს პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით.“-  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "რედისონში" განაცხადა, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს და უკრაინის რადაში გადასაგზავნ, სააკაშვილის მხარდამჭერ დოკუმენტს ეწერება ხელი.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ ,რომ  უკრაინის მხარე და თავად პრეზიდენტი ზელენსკი  ყოველთვის ძალიან აქტიურია იმიტომ ,რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უფრო მეტიც, ის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანია და  ბუნებრივია ყველა სახელმწიფოს ვალია  დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები  მითუმეტეს ,როდესაც პოლიტიკური დევნაა და პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ მუდმივად, მეთოდურად ვმუშაობთ ყველა მიმართულებით სამართლებრივად და პოლიტიკურადაც,  რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სააკაშვილი გათავისუფლდეს პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და  წამების საწინააღმდეგო კომიტეტმაც თქვა ,რომ შექმნილი მდგომარეობა „ვივამედში“ ,რომელიც არის მჩაგვრელი, ღირსების შემლახავი და რეპრესიული არ ემსახურება მის გამოჯანმრთელებას, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით და არა უბრალოდ ჯანმრთელობის გამო.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, მსახიობები და ხელოვანები უკრაინის ხელისუფლებას მიმართავენ. მიმართვის ადრესატია ვოლოდომირ ზელენსკი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება სააკაშვილის თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს. ოფიციალური დოკუმენტი უკრიანის საგამოძიებო უწყებებში  და პარლამენტშიც გადაიგზავნება.

 

მსგავსი სიახლეები