ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ დაესწრება
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება - ამის შესახებ განცხადება პროცესის დაწყებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.