ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებენ მონაწილეობას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებენ მონაწილეობას.
ენმ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „შეხვედრები იმართება სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან და საპარლამენტო ფრაქციებთან, მათ შორის, შვედეთის, ლიეტუვის და ნორვეგიის დელეგაციებთან.
შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის (EPP), ევროპელი კონსერვატორების და ლიბერალური დემოკრატიული ალიანსის (ალდე) წარმომადგენლებთან.
განცხადების თანახმად, სესიაზე განხილული იქნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. სესიაზე ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულება და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.“