ადამიანების მოტყუებით საარჩევნო კამპანიის წარმოება ივანიშვილის სამარკო ნიშანია - ბოკუჩავა
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ადმბობს, რომ ივანიშვილი ყოველგვარი გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.
ბოკუჩავას თქმით, ქართველ ოლიგარქს ხელსიუფლებაში ყოფნა საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისთვის სჭირდება.
ფეიკ ნიუსით, ტყუილით, ადამიანების მოტყუებით საარჩევნო კამპანიის წარმოება ბიძინა ივანიშვილის სამარკო ნიშანია. ამისთვის ჩამოიყვანა კვლავ მოშე კლუგჰაფტი, რომ ტყუილით, სიძულვილით, შიშის დანერგვით მოიგოს არჩევნები და გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, რათა გამდიდრდეს ისევ ქართველი ხალხის ხარჯზე", - ამბობს ბოკუჩავა.
"ქართული ოცნება" არჩევნების წინ ყველაზე ბინძური მეთოდებით ბრძოლას აპირებს", - ეს სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა გააკეთა. ყოფილი პრემიერის პარტია "ოცნებიდან" გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება.
ანუ, რას ნიშნავს ეს - ეს არის მონტაჟის და გრაფიკული დამუშავების შედეგად მიღებული ვიდეო, სადაც შეიძლება ადამიანი ისეთ რამეზე საუბრობდეს, ან ისეთ მოქმედებას ასრულებდეს, რაც არასდროს უთქვამს და არ გაუკეთებია.