მოგუდვის მცდელობა და ფიზიკური ძალადობა - გამოსახლებისას დაკავებულები რეაგირებას ითხოვენ

24.01.24 15:34
მოგუდვის მცდელობა და ფიზიკური ძალადობა - გამოსახლებისას დაკავებულები რეაგირებას ითხოვენ

დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი - კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები ამბობენ, რომ მათი დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოგუდვას და ძლიერ ცემას ჰქონდა ადგილი.

დაკავებული აქტივისტების უფლებადამცველებმა სავარაუდო დანაშაულზე უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველსაც.

ნაწილი მათგანი მიუთითებს, რომ ძალადობა განახორციელდა უშუალოდ აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ნაწილი კი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე უთითებს. როგორც დაკავებისას, ისე დაკავებისას ავტომობილში ადგილი ჰქონდა სავარაუდო ძალადობას. ეს გამოიხატებოდა მოგუდვის მცდელობით, ყელში ძლიერი ხელის მოჭერით და სხვა შემთხვევებთან მიმართებით იყო ხელის და ფეხის დარტყმებით გამოხატული ძალადობა. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ისევე როგორც სახალხო დამცველის აპარატს", - ამბობს იურისტი მარიამ პატარიძე.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. 

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული 2 პირი სასამართლომ სამართალდამრთვევად ცნო და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 კიდევ 2 პირის პროცესი, გადაწყვეტილება კი 26 იანვარს გამოცხადდება.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირს, მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები