"კორუფციამ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი" - კუპრაძე მთავრობის გასაიდუმლოებულ განკარგულებებზე
"ლელოს" გენერალური მდივნის თქმით, მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული განკარგულებები კორუფციის ეჭვებს ბადებს. ოპოზიციის წევრისთის გაუგებარია, რატომ უნდა დამალონ დოკუმენტი, თუკი მასში დასაძრახი არაფერია.
ეს დოკუმენტები, გადაწყვეტილებები არის გასაიდუმლოებული. მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციამ შეჭამა საქართველოს ბიუჯეტი. რატომ არის საჭირო გაასაიდუმლოო 500-ზე მეტი დოკუმენტი და გადაწყვეტილება თუ მასშ არაფერია დასამალი, დასაძრახი, კორუფციული და კანონდარღევა, - ამბობს კუპრაძე.
2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.