ვიცით, "ოცნება" რამხელა სიბინძურეზეა წამსვლელი და ვინ ჰყავთ პიარ სტრატეგად - აქუბარდია გახარიას პარტიის განცხადებაზე

24.01.24 15:41
ვიცით, "ოცნება" რამხელა სიბინძურეზეა წამსვლელი და ვინ ჰყავთ პიარ სტრატეგად - აქუბარდია გახარიას პარტიის განცხადებაზე

"ეს იქნება ძალიან ბინძური ბრძოლა", - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "პირველებთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების მოსაგებად "ქართული ოცნება" ყველანაირად ეცდება საკუთარი ოპონენტების დისკრედიტაციას.

აქუბარდიას თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომლითაც დეზინფორმაციას ებრძვიან, თუმცა საქართველოში შესაბამისი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული.

ვიცით, "ქართული ოცნება" რამხელა სიბინძურეზეა წამსვლელი და ვინ ჰყავთ პიარ სტრატეგად. არ არის გამორიცხული და მოსალოდნელიც არის, მათ შორის, დიფ ფეიკის ტექნოლოგიით ჩირქის მიცხობა და დისკრედიტაცია მისი და მისი თანაგუნდელების. შესაბამისად, სამწუხაროდ, იმ მოცემულობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა მიღებული, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ამგვარი დანაშაულების წინააღმდეგ, საქართველოში ეს არ არსებობს. ეს იქნება ძალიან ბინძური ბრძოლა", - ამბობს აქუბარდია.

"ქართული ოცნება" არჩევნების წინ ყველაზე ბინძური მეთოდებით ბრძოლას აპირებს", - ეს სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა გააკეთა. ყოფილი პრემიერის პარტია "ოცნებიდან" გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იგეგმება დიპ ფეიკი ვიდეოების დამზადება.

ანუ, რას ნიშნავს ეს - ეს არის მონტაჟის და გრაფიკული დამუშავების შედეგად მიღებული ვიდეო, სადაც შეიძლება ადამიანი ისეთ რამეზე საუბრობდეს, ან ისეთ მოქმედებას ასრულებდეს, რაც არასდროს უთქვამს და არ გაუკეთებია.

 

მსგავსი სიახლეები