მთავრობის გადამალული განკარგულებები - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია
მთავრობის გადამალული განკარგულებები - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებას ავალდებულებდეს.
ნორმატიული აქტი ეს არ არის და ხშირ შემთხვევაში, ეს არ ქვეყნდება. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შორის, იმის გამო, რომ შეიძლება იყოს პერსონალური მონაცემები, სხვა და სხვა მიზეზი შეიძლება იყოს. და განკარგულებაზე დამალაო როდესაც ამბობთ, ეს არ არის სწორი შეფასება. იყო პერიოდი, იცით, რომ საერთოდ არ ქვეყნდება განკარგულებები. არ არსებობს ნორმა, რომელიც ავალედბულებს მთავრობას, რომ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია, - ამბობს სარჯველაძე.
2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.