ეს არის არაადამიანური მოპყრობა - ხაბეიშვილი გამოსახლებებზე

24.01.24 15:49
ეს არის არაადამიანური მოპყრობა - ხაბეიშვილი გამოსახლებებზე

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არაადამიანურ მოპყრობას უწოდებს ზამთარში ადამიანების გამოსახლებას.

მისი თქმით, მსგავსი ფორმის აქტი ვერ ჩაითვლება კანონიერად.

ასეთი კანონით გამოსახლება ვერ ჩაითვლება კანონიერ აქტად. ეს არის არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვიზიარებთ ზამთარში ადამიანების  არათუ არგამოსახლებას, ზოგადად ამ მიდგომას ვეწინააღმდეგებით და ვფიქრობ, რომ ნორმალური ხელსისუფლების პირობებში ეს საკითხი იქნება მინიმალიზებული", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

გამოცხადებს თუ არა "ქართული ოცნება" გამოსახლებაზე მორატორიუმს - გადაწყვეტილება მმართველ  პარტიაში არ მიუღიათ, თუმცა ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. 

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით.

საზოგადოების პროსტესტმა კი პირველი  შედეგი გამოიღო - აღსრულების ეროვნული ბიურო იძლებული გახდა უკან დაეხია. დღეს კიდევ ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენას გადაურჩა. აგვისტოს ომის ვეტერანის გამოსახლება, რომელიც სახლიდან დღეს იძულებით უნდა გამოეყვანათ, რამდენიმე თვით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები